ოზურგეთელი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ კიდევ ერთმა ოზურგეთელმა ქალბატონმა, რომელიც უცხოეთში იმყოფებოდა, თავი მოიკლა.
„მერამდენე? არ ვიცი, დღეს კიდევ ერთმა ახალგაზრდა გოგომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ყველანი ვთანხმდებით, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ რაში ვხედავთ გამოსავალს? რატომ ვერ ვუმკლავდებით პრობლემებს? რატომ ვერ ვახერხებთ ისევ წამოვდგეთ, როცა ვეცემით? ასე მარტივად რატომ ვთმობთ სიცოცხლეს? რამ დაგვიკარგა იმედი და სურვილი ვიცოცხლოთ? სწორედ ესაა მთავარი, არჩევანი გააკეთო ვიცხოვროსა და ვიცოცხლოს შორის.
იცით, რას ვერ გავუძელით?
საზოგადოების გულგრილობას, უპასუხისმგებლობას, უთანაგრძნობობას…
უსიყვარულობა გვკლავს ხალხო!!!
გვიყვარდეს ერთმანეთი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე.
ცხოვრების მთავარი გაკვეთილი გავაცდინეთ, სადაც სიყვარულის არსი აგვიხსნეს“, _ წერს ის თავის ფეისბუკგვერდზე.
ჩვენ დავუკავშირდით მას. როგორც „გურია ნიუსთან“ მან განაცხადა, ეს არის ნამდვილი ამბავია, ახლახან გაიგეს, თუმცა, ამჯერად თავს იკავებს, რადგან ჯერ ოჯახმა არ იცის.
„გურია ნიუსი“ ცდილობს, დეტალები დაადგინოს, რასაც მოგვიანებით შევთავაზებთ მკითხველებს.