დღეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება.
ე.წ. სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, ვაჟა გაფრინფაშვილს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. მას 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, გატაცებული ექიმის გათავისუფლებისთვის ყველა პროცედურული წინაპირობა არსებობს.