წინასაახალწლოდ, ოზურგეთის ბიბლიოთეკას წარმოშობით ოზურგეთელმა, კონჭკათელმა ანზორ გოთუამ თავისი ლექსების წიგნი უსახსოვრა.
_ დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ და ახსოვთ წიგნი და ბიბლიოთეკა. ძალზე საინტერესოა ერთი ამბავიც, რის შესახებაც ანოტაციაში ვკითხულობთ და ბევრმა არ იცის, – გვითხრა ბიბლიოთეკის დირექტორმა ლიკა ბაქანიძემ.
როგორც ავტორი, ანზორ გოთუა გვიამბობს, ის გასული საუკუნის 70-იან წლებში თეთრიწყაროში, ორბეთის მეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივნად მუშაობდა. მისი ინიციატივით, 1978 წელს მოიწვიეს ყრილობა, ხუთი ათასი კაცი ავიდა დიდგორის მთაზე და იქ გადაწყდა, რომ მომდევნო წლიდან, ყოველ 12 -14 აგვისტოს ჩატარებულიყო ქართველთა ეროვნული დღესასწაული „დიდგორობა“.
_ გადაწყვეტილება დღემდე ძალაშია. „დიდგორობა“ ყოველ წელს იმართება. რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია, რომ ინიციატორი ჩვენებური კაცია… გული დაგვწყდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩამოვიდა, იმედი გვაქვს, რომ სხვა დროს გვესტუმრება, _ გვითხრა ლიკა ბაქანიძემ.