ოზურგეთის საბავშვო ბაღებში საახალწლოდ საჩუქრების დარიგება უკვე დაიწყო. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის მაკა ჭყონიას თქმით, საჩუქრები 2650 ბავშვისთვის არის განკუთვნილი.
“საბავშვო ბაღის მოზარდებისთვის ტრადიციული საჩუქრების დარიგება დაიწყო და ყველა მათგანი მიიღებს ტკბილეულს. ყველა ბაღში ტარდება საახალწლო ზეიმი, რის შემდეგავც რიგდება საჩუქრები,“_ გვითხრა ჭყონიამ.
“გურია ნიუსი“ ასევე დაინტერესდა, როდის დაიწყება სააღზმრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში.
მაკა ჭყონიას თქმით, ბაღებში სწავლა 2020 წლის 24 იანვარს განახლდება.
“ვიდრე სააღმზრდელო პროცესი დაიწყება, მანამდე, რამდენიმე ბაღში ჩატარდება სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები,“_ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მაკა ჭყონიამ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას საახალწლო საჩუქრები ბავშვებისთვის 13 000 ლარი დაუჯდა.