ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
სამუშაოების მიმდინარეობას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში (სოფ. ჯუნეწერი; გვიმბალაური; ტაბანათი; ახალსოფელი; ღრმაღელე; წყალწმინდა; შრომისუბანი; გულიანი; წიაღობანი), განხორციელდა 1470 გრძივი მეტრი წყალმომარაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება – 1 101 329 ლარს შეადგენს.სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. სულ ლანჩხუთში განხორციელდა 16,5 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. დაიხარჯა 2 248 000 ლარი, წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 1380 ოჯახს.
პროექტებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. (R)