ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას ახალი წლის შემდეგ აპირებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების გასასტუმრებლად რადიკალური აქციები გაიმართება და საერთაშორისო წნეხიც ხელისუფლების მიმართ გაძლიერდება.
“2020 წელი იქნება გადამწყვეტი წელი ივანიშვილის გასასტუმრებლად. არცერთ რადიკალურ აქციას არ გამოვრიცხავთ, ეს შეიძლება იყოს პიკეტი, ბლოკირება. ვგულისხმობ არაძალადობრივ აქციებს. არსენალი გვაქვს საკმაოდ ფართე და ამავე დროს, საერთაშორისო წნეხიც გაძლიერდება ამ ხელისუფლებაზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ წნეხით საარჩევნო სისტემა გავხადოთ უფრო სამართლიანი,”_ განაცხადა კახიძემ.