თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა იმართება.
ღონისძიება წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს მასპინძლობს საქართველო.
მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისათვის, რის ფარგლებშიც, გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები.