მეცნიერებმა დაადგინეს რომ ქალს ეჭვიანობის დროს მხედველობა უფუჭდება.
ექსპერიმენტი ჩაუტარდათ რამდენიმე შეყვარებულ წყვილს. ექსპერიმენტის აზრი იყო შემდეგი. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები და მათი პარტნიორები, რომლებიც იჯდნენ მონიტორებთან, უჩვენებდნენ ლამზი ლანშაფტის ფოტოებს.
ამავე დროს ქალების მონიტორზე ბუნების ფოტოებთან ერთად ურევდნენ არასასიამოვნო ფოტოებს, რომელიც უარყოფით რეაქციას იწვევდა ქალებში.
კაცების მონიტორზე ურევდნენ ქალების ფოტოებს და სთხოვდნენ მათ შეფასებას მიმზიდველობის შესაბამისად.
გაირკვა რომ, როცა პარტნიორებს ყურადღება გადაჰქონდათ ქალის ფოტოებზე, ქალებს მხედველობა უფუჭდებოდათ და ისინი ცუდად ხედავდნენ ბუნების ფოტოებს და ძალიან ღიზიანდებოდნენ არასასიამოვნო ფოტოებზე.