ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.