სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, ახალი წელი გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ მიულოცა და მათ საახალწლო ნობათი მიუტანა.
„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულსა და თქვენი სურვილების ასრულებას“.
მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებს ახალი წლის შემობრძანება, ასევე, მიულოცეს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა და რწმუნებულის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა. (R)