https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფირალები გოგია ლომჯარია, დათულია სურგულაძე

12:01; 11.01.2020
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

გოგია ლომჯარიას დაბადების მიახლოებითი თარიღია 1860 წელი, ფირალობაში მან ექვსი წელი გაატარა, მოკლეს 1886 წელს. ფიზიკურად ყოფილა საშუალო ტანის, სქელი მამაკაცი. იარაღად ატარებდა “ყაფაღლა” თოფს (გადმოცემით გადაჭრილი თოფი, “აბრეზი”) ფიშტოს და ყამას”.

ლომჯარია ფირალად გავარდა 1881 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსის თანაშემწის თავად ანტონ ნაკაშიძის მკვლელობის გამო. ”თ. ნაკაშიძე მოჰკლეს 19 ნოემბერს, საღამოს მეექვსე საათზე, თავის სახლიდამ ორას საჟენის სიშორეზე, იმ დროს, როდესაც ის ქუთაისში მიემგზავრებოდა. თოფი მარცხენა ძუძუში ჰკრეს და ტყვია მარჯვნივ გამოვარდა. ძვლივს მოასწრეს წმ. საიდუმლოს მიღებინება. მკვლელი დღესაც გაქცეულია. ის არის სოფ. შემოქმედის მცხოვრები გლეხი ლომჯარია… ეს მეოთხე დღეა, რაც ქუთაისის ღუბერნატორიც ჩამოვიდა და აქ არის”. დროება 1881 წ. # 252

თავადი ნაკაშიძე ყაჩაღების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებებით იყო ცნობილი. დროების 1880 წლის # 153 ნომერში აღწერილია ყაჩაღობისა და მკვლელობის ორი შემთხვევა, რომელსაც ადგილი ოზურგეთის უეზდში ჰქონდა. გაზეთი წერდა: “…ამის თაობაზედ არის ფიცხელი გამოძიება და რამოდენიმე კაცებიც დაჭერილნი არიან. ამაზედ ძლიერ მეცადინეობენ უეზდის უფროსის თანაშემწე თ. ა. ნაკაშიძე და პოლიციის პრისტავი ი. დუმბაძე… იმავე წამში წავიდნენ დაჭრილთან, გამომძიებელი და უეზდის უფროსის მოადგილე თ. ნაკაშიძე… და მოახდინეს ფიცხელი განკარგულება ავაზაკების დაჭერისა: გამოაკიდეს ავაზაკ თათრებს პრისტავის თანაშემწე კ. გოგიტიძე ყაძახი-რუსებით, მამასახლისით და მარჯვე დაიარაღებული ოცი ბიჭებით რომლებმანც მეორე დილით მოიყვანეს თოკით შეკრული სამი ავაზაკი, ორი თათარი და ერთი გურული, რომელნიც ამ ჟამად დატყვევებულნი არიან”. ამავდროულად, ცნობილია, რომ ნაკაშიძე ხშირად ხელს აფარებდა დამნაშავეებს, ასეთი რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი. მე აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. თურმე ერთხელ მამასახლისმა მოიძია კაცი, რომელიც ფირალებს მფარველობდა და ნაკაშიძეს წარუდგინა. მაგრამ მადლობისა და წახალისების მაგიერ, ნაკაშიძემ მამასახლისს ჩამოხსნა ჯაჭვი და საპყრობილეში ჩააგდო. “…ბ. ნაკაშიძე აგრე სასტიკად მოექცა მამასახლისს იმიტომ, რომ მამასახლისის მოხსენებით საქმეში ებმებოდა ბ. ნაკაშიძის ერთის მწყალობლის ნათესავი”. დროება 1881წ. # 192

გოგია ლომჯარიას შვილი მიხაკო იხსენებდა: “მამაჩემი იყო ხელობით უსტა. სეზონობის დროს ჩალანდრობდა შეკვეთილის გზაზე.. ნაბახჩვარში ყანაც ქონდა. ამ დროში ერთ აქაურ უმუშევარ აზნაურიშვილს მუუპარავს ხარი და მამაჩემიზა უთქვამს, აი ხარი ამა და ამ პორაჩიკთან მიმიყვანეო… მამაჩემს ვეღარ გუუწპილებია. აგი გეიგო მთავრობამ და მამაჩემი დეიჭირეს და ჩააგდეს ნიობახში… თავდებობაში გამუუყვანიენ მამაჩემი იმ პირობით, რომე სუდი მაინც უნდა ყოფილიყო ამ საქმეზე…”

ლომჯარია მივიდა ანტონ ნაკაშიძესთან და უთხოვია, უდანაშაულო ვარ და ჩემს ცოდვას ნუ აიღებ, დამეხმარეო. მაგრამ ნაკაშიძემ უარი უთხრა და თანაც დაემუქრა, _” შენი მოხმარება მე ვიცი, ხვალ გუბერნატორთან მივალ და ასთე და ასთე გიზამო…”

იმ დროს ლომჯარიას ბავშვი ჰყავდა გარდაცვლილი, სასოწარკვეთილმა ანტონ ნაკაშიძეს დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. თავადის მოკვლა ნაკაშიძის ძმის, მელიტონის შეგონებამ გადააწყვეტინა: მელიტონს ძმის ადგილი უნდოდა და ლომჯარიას შეუჩნდა: _ “მეიცილე მაი ძაღლი, ხომ ხედავ, რას გიშობავო…” იმ დროს მაზრის უფროსი იყო თავადი ოტია დადიანი, “დადიანობით ადმინისტრატორი, ისე კი ყოვლად უვიცი”. მაშინ ფირალობდა დათულია სურგულაძე, რომელიც პოლიციამ ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ვერ ჩაიგდო ხელში. ამის გამო დადიანს გუბერნატორისაგან ყოველდღიური საყვედურები მოსდიოდა და დათხოვნითაც ემუქრებოდა. მელიტონმა, რომელმაც კარგად იცოდა დადიანის გონებრივი შესაძლებლობები, გადაწყვიტა საქმე გაეჩარხა. მან შესთავაზა დადიანს, რომ ლომჯარიასთვის ხარის მოპარვა ეპატიებინათ, სამაგიეროდ ის სურგულაძეს მოკლავდა. დადიანი მაშინვე დათანხმდა და ფირალის მოკვლისთვის ლომჯარიას დასაჩუქრებას დაპირდა. მელიტონ ნაკაშიძე შეხვდა ლომჯარიას და საქმის ვითარება გააცნო: “ვეზდის ნაჩალნიკს, დადაიანს გადაეკიდა მისი პომოშნიკი ანტონ ნაკაშიძე, რომელიც ცდილობს დადაინი გადააგდოს და მის ადგილას თვითონ დადაგეს. შენ თუ ანტონ ნაკაშიძეს მოკლავ, დადიანი ხარის ქურდობას გაპატიებს და დაგასაჩუქრებს კიდევაცო”. რაღა თქმა უნდა, რომ 20 წლის ცოლ-შვილიანი კაცი, რომელსაც “პრიგოვორით” გადასახლება ემუქრებოდა, დათანხმდა. ნაკაშიძემ ლომჯარია დადიანს მაშინ შეახვედრა, როცა ის “კარტის” თამაშით იყო გართული. მაზრის უფროსმა უთხრა: რაც მელიტონმა გითხრა, იმ ძაღლს თუ მოკლავ (ძაღლში კი სურგულაძეს გულისხმობდა და არა ნაკაშიძეს) 100 მანეთსაც გაჩუქებ, ერთ ბერდენას მოგცემ და მამასახლისის ჯაჭვს გადაგკიდებ გულზეო…

ლომჯარიას თოფი კი ჰქონდა, ბაზარში ტყვია-წამალი იყიდა და როცა ანტონ ნაკაშიძე ეტლით ქუთაისში გუბერნატორთან მიემგზავრებოდა, მას ჩაუსაფრდა და ერთი გასროლით გამოასალმა სიცოხლეს. მკვლელი მალე თვითონვე ჩაბარდა ხელისუფლებას. ამგვარი პროვოკაციებით ადგილობრივი ადმინისტრაცია განთქმული იყო. სოფელ სუფსაში ლანჩხუთის ბოქაულმა სიკო ჯაფარიძემ ვახტანგ გურიელს დაბრალდებაო, მოაწყო თავდასხმის ინსცენირება, თავის აგენტებს დააბრიყვებინა ვიღაც ქობულეთელები. მათ დაახვედრა წინასწარ ჩასაფრებული პოლიციელები და რამდენიმე კაცი მოაკვლევინა. ასეთივე ჩაწყობილი თავდასხმა მოახდინეს სადგურ ნიგოთში მატარებელზე, რომლის გამო ერთი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა კაცი, გვარად გიგინეიშვილი, ჩამოახრჩვეს.

“საქმის მსვლელობიდგან ნათლად არ ჩანდნენ აქომამდის ის პატივცემული პირები, რომელთაც იკისრეს საზიზღარი საქმე და აიძულეს ლომჯარია მატერიალურის საშვალებით და სხვა-და-სხვა იმედებით ამგვარ წრეს გარდასულ ხელობაზედ, და არც ის მოტივები, რომლითაც იხელმძღვანელა ლომჯარიამ ამგვარ საქმეში… უბრალო მიზეზის გამო, ესე იგი ხარის ქურდობის შეწამების გამო, ტყეთ გავარდნა შეუძლებელია…. როგორც ამბობენ ახლა ლომჯარიას დაუსახელებია გუბერნატორის წინაშე რამოდენიმე პირი, რომელთაც ფულის შეპირებით, თუ სხვა იმედებით აიძულეს ის ამ გვარ საზიზღარ საქმეზედ. ამ პირებში პირველი როლი ეკუთვნის ერთს, რომელსაც იმდენი შეძლება აქვს რომ ფულის შემწეობით გურიაში ყოველთვის შეუძლია მოწმეების მიყიდვა და საქმის სხვა ნაირად დატრიალება; მაშა სადამე, ამ გვარი პირის მოქმედების გამოაშკარებაც ხუმრობა არ არის.” დროება 1882 #75

სულ მალე მელიტონ ნაკაშიძეც დააპატიმრეს. “მოკლული ნაკაშიძის თაობაზედ კიდევ ახალი პირი, ნათესავი მოკლულისა, დაიჭირეს, რადგანაც მკვლელმა განაცხადა, რომ იმისი მოსყიდული ვიყავიო”, _ დროება 1882 # 191 საგაზეთო სტატიების მიხედვით ლომჯარიას თავიდან ო. დ-ნზე, ანუ ოტია დადიანზე დაუდია ხელი, შემდეგ ჩვენება გადათქვა და ნაკაშიძეზე მიუთითა.

თანასოფლელები მას როგორც წესიერ ადამიანს ახასიათებდნენ: “საცოდავი კაცი იყო გოგიე, ქურდობა დაედვა ტყუილა და ტანჯავდენ. უენო კაცი იყო. მაგი თუ ფირალობას იზამდა ვინ იცოდა”; “სოფელს არაფერზე არ აწუხებდა და ამ სოფელში გლახა კაცი სხვაიც ვერ ჩამევიდოდა, იცავდა სოფელს..”

დროება ცდილობდა გარკვეულიყო, თუ რამ აიძულა ახალგაზრდა კაცს მკვლელობაზე წასვლა. “ლომჯარია, მკვლელი თ. ანტონ ნაკაშიძისა, არის ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც როგორც ამბობენ, ბევრი იმედები ქონებია ცხოვრებაში. იმას ჰყავს ცოლშვილი, მოხუცებული დედა, უმეტესი ნაწილი თავისი ცხოვრებისა გაუტარებია გარეთ ვაჭრობაში, ქალაქებში… ის იყო ერთობ წინდახედული ახალგაზრდა სოფლის გლეხი. ამ გვარი კაცის ისე გატაცება, რომ მან დასტოვოს ცოლ-შვილი, ოჯახი, ვაჭრობა და კეთილი განწყობილება მეზობლებისა… შეუძლებელია უბრალი მიზეზის გამო”. დროება 1882 #75

დოკუმენტებიდან არ ჩანს, თუ როგორ დააღწია მან თავი პატიმრობას, ალბათ გამოიქცა, რადგან თავადის მოკვლას ასე ადვილად არავინ აპატიებდა. გაქცევისთანავე ის შუერთდება თავის არშემდგარ “სამიზნეს” _ სახელგანთქმულ ფირალს დათულია სურგულაძეს. დროება 1882 # 66.

დათულია სურგულაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფ. მაკვანეთში. როგორც ამბობენ, ის მოსახლეობაში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. დათულიას ძმისშვილი ისაკი სურგულაძე გადმოგცემს ბიძის ფირალად გავარდნის მიზეზს: “ჩვენს მამებს ორი ქცევა მიწა ჰქონდა, მოვიდა თავადი ნაკაშიძე და შეედავა მიწაში _ ჩემიაო. გამოხსნა ხარები. მამაჩვენმა დაარტყა თავადს _ ავქსენტი ნაკაშიძეს. თავადს კაცები ახლდა. მოხთა შეტაკება. დათულიამ გაიგონა კივილი, მოვარდა და მოკლა ავქსენტი…”

მისი ერთი თანამედროვეს ცნობით:” დათულიე ხალხს აფერს არ უშავებდა და ამიზა ხალხის ღალატის არ ეშინოდა. ერჯელ მის მეზობლისას რაცხა შემთხოვა იყო, ხალხი ქუხნაში იყო და რაცხეებს ლაპარიკობდენ. დათულიეც გარეულიყო ხალხში და ლაპარიკობდა. თოფი ეგერ კუთხეში მიეყუდებია და დამჟდარიყო ცეხლის პირში. ხალხი ისთე იყო მასთან, რომ რუმარ უღალატებდა იცოდა, თვარა ფირალი ისთე როვა ენდობოდა. დათულიას დაჭირვაზე მაშვინ თავრობას ფული ქონდა გადადობილი. ერთი ნიგუზალი. რომ ერეხვებია ვინმეს თავში მეტი არ უნდოდა, მარა ამისანა გლახა საქმე რომ გეფიქრა, კაცი არ მოგეხმარებოდა, დათულიასკენ იყო ყველა და ცოცხალს როვა გაგიშობდენ… ნამეტარი ღარიბი იყო. ერთი პაწა სახლი ქონდა მაამის. ვოძდაათი წლის იქნებოდა რუმ მოკლეს.” ძმისშვილის მოგონებიდან: “აჭისწყალში გლეხები ვერ ჩავიდოდნენ სათევზაოთ, დააწურინებდნენ, ნიგვზის ნაყს ჩაყრიდნენ და თევზს აზნაურები წაიღებდნენ. დათულიამ რამდენჯერმე ამოყარა აზნაურები და გლეხებს ამოათევზინა”. სურგულაძის სულ სხვა პორტრეტს გვიხატავს დროების კორესპონდენტი: ”…სურგულაძე, ლომჯარია და სხვები მრავალნი, რომელთა გვარის ხსენებას ვერ გავბედავ, შეკავშირდენ მტკიცეთ და რას არ სჩადიოდნენ: ხან კაცს კლავდნენ, ხან ცარცვავდნენ, ხან ოჯახებს სწვავდნენ და სხვ. ისე გათამამდა ხსენებული სურგულაძე, რომ ზოგს შეუთვლის _ არა სთქვას რა მისი საწინააღმდეგო, თორემ მოჰკლავს; ზოგს შეუთვლის, რომ ამდენი და ამდენი ფულები ამა და ამ პირს გარდასცეს მის, სურგულაძის, გარდმოსაცემად, თორემ დაუწვავს სახლ-კარს ან მოჰკლავს.

ამ სახით ისე შეაშინა მთელი შემოქმედის სოფლის მცხოვრებნი, რომ ყველგან მზათ ჰქონდათ დათულია სურგულაძეს და მის ამქრებს ღამის გასათევი სახლი, საჭმელი და ყოველივე, რაც დასჭირდებოდათ… ყველა ოჯახის პატრონი საღამო ჟამს ორი კაცის ულუფას, ანუ კერძს დაამზადებდა და შეინახავდა ხოლმე, რომ იქნება დათულია სურგულაძემ ინებოს გამოვლა და ზაკუსკის მირთმევა.

ერთის სიტყვით მცხოვრებნი სოფლის შემოქმედისა, გარდა აზნაურის ანტონ დუმბაძის (ივანე დუმბაძის მამა _ ი. მ.) ოჯახისა, ყურ მოჭრილი ყმები იყვნენ ბატონის სურგულაძისა და მთელი გურიაც და თვით ოზურგეთის ქალაქში მცხოვრებნი ნიადაგს შიშში იყვნენ. ყოველივე ეს იცოდა როგორც მამასახლისმა, აგრეთვე ჩვენმა ადმინისტრაციამაც, მაგრამ…”

1882 წლის მარტში სურგულაძე და ლომჯარია წითელმთაში გოგია ჩიტაიშვილის ოჯახში მივიდნენ. მათ მასპინძელი ბათუმში ჩაქურების საყიდლად გააგზავნეს, დათქვეს რომ ერთმანეთს ორი დღის შემდეგ შეხვედრილიყვნენ. ეს ამბავი ჩიტაიშვილისგან შეიტყო შტაბს კაპიტანმა ივანე დუმბაძემ, რომელიც მანამადე სტრაჟნიკებთან ერთად მათ ორჯერ ჩაუსაფრდა, მაგრამ ამაოდ. იმავე წლის 18 მარტს კი, როცა ფირალები ჩიტაიშვილთან იმყოფებოდნენ, დუმბაძე მილიციონრებთან ერთად მათკენ გაეშურა და ფირალებს სოფლის კანცელარიის მახლობლად გადააწყდა.

აი, როგორ აღწერს ამ შეხვედრას დროება: “დუმბაძეს ხლებია თან სამი მილიციონერი, როდესაც ივანე დუმბაძემ შესძახა ავაზაკებს, დათულიამ იმავე წამს ესროლა თოფი, იმავე წამს მოისმა თურმე მეორე თოფის ხმაც დუმბაძისა და ერთი ერთის მხრით წაიქცა და მეორე მეორეს მხრით; დუმბაძე მძიმეთ დაიჭრა ბარკალში და სურგულაძემ მიიღო ჭრილობა მუცელში, მაგრამ საკვირველი ღონის და სიმარჯვის მქონმა გველივით გაათრია დაკოდილი მუცელი და მოაჯდა ერთს მახლობლად მდგომს ხეს და იქიდამ იმან და მის ამხანაგმა ლომჯარიამ აუტეხეს დუმბაძეს და მის მხლებელთ საშინელი თოფის სროლა. შვიდი ტყვია მოარტყეს სურგულაძეს, მაგრამ სანამ სრულებით სული არ დალია, მანამ არავის დანებდა”. დროება 1882 წ. # 66

დათულიას ძმისშვილი ერმილე იხსენებდა: “შვიდი ტყვია რომ უსროლიან, მიყუდებულა ხეზე, გადაღუნულ მუხაზე. ახლოს მისვლა ვერ მიბედეს. გაუშვეს მამაჩემი, _ გვანახიე შენი ძმაო. მივიდა მამაჩემი და დაუძახა პრისტავს: _ მოდით, ნუღარ გეშინიათ, მკვტარია აგი უბედურიო”. შეტაკებისას დუმბაძემ მეორე ჭრილობაც მიიღო ფეხში, მაგრამ დაჭრა ლომჯარიაც, თუმცა მისი შეპყრობა ვერ მოხერხდა, რადგან “…იქ მისულმა ხალხმა, რომელთა შორის შემოქმედის მამასახლისი თავისი ჯაჭვით ბრძანდებოდა, გადამალეს დაჭრილი ლომჯარია. ცხადი საფუძველი მაქვს ვსთქვა, რომ დაჭრილი ლომჯარია დამალულია სოფ შემოქმედში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც აქომამდე მისის და სურგულაძის დასაჭერად არავითარი ღონისძიება არ იყო მიღებულნი, ისე ლომჯარიას მონახვისთვისაც არაფერს დიდ შრომას არავინ იკისრებს. თუ შემოქმედში ლომჯარია მოარჩინეს ჭრილობიდგან და კიდევ გამოუშვეს მინდვრად, მაშინ ის მოგვიკიდება, როგორც დაჭრილი დათვი…” დროება 1882 წ. # 66

როცა სურგულაძე მოჰკლეს ერთ-ერთ დამსწრეთაგანს დაუსვრია ხელი დათულიას სისხლში და ჩიტაიშვილის სახლის კედელზე დაუწერია: ”მოღალატის სახლძე ეს სისხლი დარჩეს მის სამახსოვროთ და შესარცხვენათ”.
მის შესახებ შემორჩენილია ლექსის ერთი კუპლეტი:
წითელფთაში მოღალატეს
სული ამომაძრეს წამზე;
ჩემს თავს ვიღან ჩივოდა
თუ გადამირჩა დუმბაძე.
Кавказъ აცნობებდა მკითხველს რომ დუმბაძემ დაჭრილი ლომჯარია შეიპყრო და ქუთაისის გუბერნატორს მიჰგვარა, მაგრამ როგორც გაირკვა ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა. პირიქით, ლომჯარიას სროლის დროს თოფი გაფუჭებია. ის ვიღაცის ოჯახში შევარდა და თოფი შეაკეთა. როცა დაჭრილი დუმბაძე მიჰყავდათ სროლა აუტეხა და ფირალების გამცემი ვანიძე დაჭრა. Кавказъ ასევე წერს ანტონ დუმბაძისა და ლომჯარია-სურგულაძის მტრობაზე: თითქოს ლომჯარიას ანტონ დუმბაძისაგან მოეთხოვოს 500 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სიკვდილით ემუქრებოდა (ამის თაობაზე დროება აღნიშნავდა: “ჩვენ გურულებმა კარგად ვიცით, რომ პატივცემული დუმბაძე არის ერთი ღარიბთაგანი აზნაურიშვილი გურიაში და ვის გაუგონია, რომ ავაზაკებმა მიატოვონ მდიდრები, და ღარიბებს მოსთხოვონ ფული?”) დროება 1892 წ. # 90
თავის მხრივ სურგულაძე კი ივანე დუმბაძეს ცოლის მხევლად წაყვანას დამუქრებია. დუმბაძის და სურგულაძის ურთიერთ მტრობის შესახებ სოფ. დვაბზუს ერთი მცხოვრები იხსენებდა: ივანე დუმბაძეს მოუტაცია თავად ესე გურიელის ქალიშვილი. გურიელს უსირცხვილებია აზნაურ დუმბაძის სიძეობა და ფირალ სურგულაძეს დაავალა ივანე დუმბაძის მოკვლა. ეს გაუგია დუმბაძეს და სურგულაძეს გადაემტერა. მიუხედავად ამისა, სურგულაძეს არ მოუკლავს დუმბაძე, თუმცა ამის შანსი ჰქონდა. ”დათულიე ძალიანი პატიოსანი იყო, უდანაშაულო კაცს არ აწუხებდა, ფირალი დათულიასანა უნდა იყოს ყველაყავო, ჩივოდენ ხალხი”. სურგულაძემ იცოდა, რომ დუმბაძის მოკვლას ეგზკუცია და ხალხის აწიოკება მოჰყვებოდა და ერიდებოდა სისხლისღვრას, ამიტომაც როგორც ამბობდნენ, დუმბაძისაგან ფულის გამოძალვის ფაქტი სიმართლეს არ შეეფერება.

ლომჯარიას დამალვის შემდეგ “თავრობამ… ეგზეკუცია ჩამუაყენა ჩვენ სოფელში… ჯარი მუზიკით ამოსულა წითელფთაში. ხალხიზა მუუთხოვნიან ფირალი ლომჯარია… ხალხს გუუნადგურდა ზროხა, ხარი, ქათამი და ყოლიფერი, მარა რა ექნა,” _ იხსენებდა მიხაკო ლომჯარია. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 32
“ლომჯარიას დასაჭერად, გურიის მაზრის უფროსის განკარგულებით, სოფ. შემოქმედში სამი სოტნა რუსის ყაზახები ჩაუყენებიათ… მთელს შემოქმედის სოფელს რა ბრალი აქვს, რად უნდა ჰღუპავდეს იმას სამი სოტნა ყაზახები, როდესაც ეს ლომჯარია ვიღაც ერთ კაცთან იქნება დამალული და ისიც ამ სოფელში კი არა, სხვაგან სადმეო,” _ დროება 1882 წ. # 66 სოფელ შემოქმედში ეგზეკუციას ხელმძღვანელობდა მაზრის უფროსის მოადგილე იუნოშა, რომლის განკარგულებაში ჯარისკაცების ორი როტა იყო. მათ ყველა საეჭვო ადგილი დაათვალიერეს, სადაც ყაჩაღი შეიძლებოდა ყოფილიყო, ბანაკი დასცეს და მცხოვრებლებისაგან ლომჯარიას დაუყონებლივ გაცემა მოითხოვეს, რაზედაც ხალხმა ხუთი დღის ვადა ითხოვა. “სრულებით გააწყალეს სოფელი, საცა კარგი ძროხა, ხბო, ინდაური და თუ სხვა მოეწონებოდათ, დაავლებდნენ ხელს, დაჰკლავდნენ და მიირთმევდნენ. ქვევრები სულ დაამტვრიეს და ისე დალიეს ღვინო. ამგვარი მოქმედება ადგილობრივი მაზრის უფროსისა, ამგვარი ეგზეკუციის ჩაყენება მით უფრო არ იყო საჭირო, რომ ნამდვილად იცოდნენ სად იყო და სად იმალებოდა ლომჯარია და პირდაპირ იქ შეეძლოთ იმის ნახვა და დაჭერა”. დროება 1882 #77 ეგზეკუციის დროს ასეთი ქცევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამით სარგებლობდა მთავრობა და სურდა გლეხები ფირალების წინააღმდეგ აემხედრებინა, რასაც ხშირად აღწევდა კიდევაც.

აზნაურებმა ძმებმა ჩხატარაშვილებმა ლომჯარია დაიყოლიეს, რათა ის იქაურ ადმინისტრაციას არ ჩაბარებოდა, არამედ ქუთაისში გუბერნატორს ხლებოდა. რატომ გააკეთეს ასე დღემდე უცნობია. დროება ეჭვს გამოთქვამდა, რომ თავმდებმა იესე ჩხატარაიშვილმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ გუბერნატორისგან მადლობა დაემსახურებინა და აეცილებინა ორი ათასი მანეთის გადახდა, რაც სასამართლო ითხოვდა თავდებობისთვის. შეიძლებოდა ლომჯარიას წაყვანა ოზურგეთში, რომელიც შემოქმედიდან სულ ექვსი ვერსის მანძილზე იყო, სადაც სასამართლოც და ადმინისტრაციაც არსებობდა და არა ქუთაისში, რომელი 100 ევრსითაა დაშორებული. “…ძალიანი რომ შეწუხთა ხალხი, მაშინ ჩამოდგენ ჩხატარაშვილები და წეიყვანეს მამა ქუთაისში გუბერნატორთან შესარიგებლათ. ევიდენ თუ არა გუბერნატორთან, გუბერნატორს ტელეგრამა გამუუგზავნია ვოზურგეთში წითელფთაში მოხსენით ეგზეკუცია, ლომჯარია ჩვენ ხელშიავო. იმავე დღეს მუუხსნიან ჯარი”, _ მიხაკო ლომჯარიას მოგონებიდან. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 32 ლომაჯარიას საქმესთან დაკავშირებით პრესაში სხვადასხვა ურთიერთ გამომრიცხავი წერილები იბეჭდებოდა. ამის თაობაზე თავის გაკვირვებას დროებაც გამოხატავდა და კერძოდ წერდა: “ეს მესამე წერილია გურიიდამ გაზეთ “კავკაზში” ავაზაკობის თაობაზედ და სამივე ერთი მეორეს არ ეთანხმება… ამ სხვა-და-სხვა წერილებიდან ადვილად დაინახავს ყოველი კაცი, რომ ოზურგეთში ყოველი წოდების საზოგადოებაში არის რამოდენიმე პარტია, და ამასთან ყველაზედ არ მოიწერება, რომ კაცმა გაიგოს ცოტაოდენი ეხლანდელი მდგომარეობის მიზეზები… რატომ ეს მდგომარეობა ჩვენში გაჩდა ეს სამი წელიწადია, და 40 წლის წინ არ ყოფილა?” დროება 1892 წ. # 90
ლომჯარია ციხეში ჩასვეს, სადაც მან ორწელიწადნახევარი დაჰყო. 1882 წლის მიწურულს ლომჯარია ციხიდან გაიქცა. ერთხანს იგი გურიაში იმალებოდა, მაგრამ პოლიციისგან შეწუხებული ის აჭარაში გადადის. “გომში იყო ერთი შპიონი, მამასთან დაახლოევებული იყო ძველათ და ივანე დუმბაძემ შეუკვეთა: გოგიე მაშონევო… გიშონიო, დაპირებია. შეხთა მამას იგი და უთხრა: შენი მოცთა აქანაი არ ვარგა, მე გაგათათრეფ, მეინათლები თათრულათ და ქე იქნები, არიკაცი არ დაგიწყებს დევნასო. მამამ იფიქრა… როვა მიღალატებსო და დაეთანხმა. წეიყვანა იმ შპიონმა ხინოში და მიიყვანა ტაკიძის ვოჯახში და აშვილა,” _ მიხაკო ლომჯარია. აჭარაში გასვლის შემდეგ ლომჯარია სოფელში მუშაობდა ერთხანს. არის ჰიპოთეზა, რომ ლომჯარიამ აჭარაში სახელი გადაიკეთა, გახდა ხასანი და მუსულმანურად მოინათლა. შემორჩენილია ხასანისადმი მიძღვნილი რამდენიმე ლექსის ვარიანტი, სადაც ასეთი სიტყვებია: “გურიიდან გამუედი, სახელად ვითქვი ხასანი”, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა, რომ ლომჯარია და ხასანი ერთი და იგივე პიროვნებაა, არ შეიძლება.

კაპიტანმა ივანე დუმბაძემ შეიტყო მისი ადგილსამყოფელი და გააგზავნა რვა კაცი მის შესაპყრობად. “მამაჩემს ეძინა, რომ მოსულა რვაი კაცი და მუუნდომებიან ბაწრით შეკვრა. მამას ყაფაღლა კედელზე ქონებია დაკიდული, უუღია აი რვაი კაცი და თოფი გუუსრია, მარა ვინცხას ხელი თოფში უკრავს, მერე მიხმარებიან ვინცხეები და მამა გუუკოჭავენ ბაწრით… წუუყვანიან, მარა ხელი გუუხსნია გზაში, ვინცხაზა ამუურთმოვია სატევარი და ერთიზა კლავი მუუჭრია. თათრებს უთქვამს: ამას ასთე ვერ ჩევიყვანთ ქობულეთში, ჩასლამდი დაგვხოცავსო და ქე მუუკლავენ გზაში ხინოში… (გოგია ლომჯარია იქვე დაუსაფლავებიათ _ ი.მ). იქინე დგანებულა დადიანოღლები. რომ გეიგო დუმბაძემ ლომჯარია მუუკლავენო, წამუუყვანია რაზმი ხინოში, უუყუდებია ხეზე აი მკტარი კაცი და უსრია თოფი. მერე მიმხტარა დადიანოღლებისას და დუუძახია: რომ იძახოდით ფირალი არ გვყავსო, აი რაა, თქვენ ეძოში მოვკალი ფირალი, ყველას გადაგასახლებთ”, _ მიხაკო ლომჯარიას მოგონებებიდან. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 34

დუმბაძეს მოახერხა დროებით სიმართლის დაფარვა და ჩინ-მედლების მოლოდინში ლომჯარია თავის მოკლულად გამოაცხადა. მკვლელობის მოწმენი დადიანოღლები კი დუმბაძეს დაემუქრნენ: “შენ თუ მოკალი ფირალი ნახავ, ჯერ მაი ფირალი არ იყო ჩვენში და მერე რაფერ მოკალი ამასაც განახვებ ბათომშიო”. დადიანოღლებმა დუმბაძეს გუბერნატორთან უჩივლეს და მოახსენეს, რომ შტაბს კაპიტანმა მკვდარ ლომჯარიას ესროლა თოფიო. გამოსაძიებლად დანიშნეს ექსპერტი. “უყურადღებოთ ვერ დავსტოვებთ ერთ გარემოებას, რომელზედაც დღეს არამც თუ ბათომელები, მთელი გურია ლაპარაკობს. ეს გარემოება გამოჩენილის ყაჩაღის ლომჯარიას მოკვლამ გამოიწვია… ამ საქმეზე ფიცხელი გამოძიება სწარმოებს. ადმინისტრაციამ რიგისამებრ საქმე გარდასცა ბათუმის ადგილობრივს გამომძიებელს ბატონს მიქელაძეს”. ივერია 1886 წ. # 94.

გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ლომჯარია ორი დღის მკვდარი ყოფილა. დუმბაძე პასუხისგებაში მისცეს, დაიჭირეს და გადასახლებას უპირებდნენ. ივანე დუმბაძე შეხვეწებია დადიანოღლებს: “…ფულათ გაქცევთ ყველას და გადამარჩინეთო…” დუმბაძემ სხვადასხვა მანქანებით მოახერხა თავის დაძვრენა, თუმცა ამ გახმაურებული საქმის შემდეგ გურიაში აღარ გამოჩენილა, როგორც ამბობენ, ის კიევში გადაიყვანეს.

საფიქრებელია, რომ ლომჯარიას საქმეში სხვა ბევრი ადგილობრივი მაღალი წოდებისა და თანამდებობების პირი იყო გარეული და ის უბრალოდ თავიდან მოიშორეს. ამას ადასტურებს დროებაც: ”თქვენ პატივცემულ გაზეთში არაერთხელ იყო თქმული, რომ ოზურგეთის ბნელი საქმეების გამო კვლევა შეუძლიან სასტიკ რევიზიასო და ეს რევიზია საჭირო არისო. ჩვენც ამ აზრის გახლავართ ერთიანათ და დროც არის ეხლა რაკი ლომჯარია გამოცხადდა, შეიძლება ბევრი საიდუმლო წარმოსთქვას; კიდეც ისმის მისგან ბევრი დაუჯერებელი ამბავი”. დროება 1892 წ. # 90

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025

დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკანონოდ ცნო

ფლორიდაში ტრამპის რეზიდენციასთან შეიარაღებული ირანის მოქალაქე დააკავეს

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026
საზოგადოება

ვის შეუწყდება მუნიციპალიტეტისგან ქირა

12:45; 11.02.2026
საზოგადოება

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:37; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა _ დეტალები

11:46; 11.02.2026
ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
საზოგადოება

ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული _ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

10:14; 11.02.2026
სამართალი

“პროკურატურა გადმოდგი ტრიბუნა! _ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

10:08; 11.02.2026
პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი დღეს გაიმართება

10:01; 11.02.2026
საზოგადოება

სუს-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

9:57; 11.02.2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

9:55; 11.02.2026
ზაფრანი

საუკეთესო ცოლი

9:53; 11.02.2026
ზაფრანი

ჩაცმის სტილი და ზოდიაქოს ნიშნები

9:52; 11.02.2026
ზაფრანი

სპეციალური დიეტა და ასტროლოგია   

9:51; 11.02.2026
ზაფრანი

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ უფროსთან გაქვთ დაწინაურების შესაძლებლობა   

9:50; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო