„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა, რაც ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფო თვითმყოფაობას გამოხატავს. მას ატარებენ სიამაყით ადამიანები ვისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვაშენებთ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი არის უმნიშვნელოვანესი და სადაც სახელმწიფო ემსახურება ადამიანს. სწორედ, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ. მადლობა, საქართველოს პრეზიდენტს, რომ სწორედ ეს ისტორიული მხარე აირჩია. გვეამაყება, რომ გურიაში შევიკრიბეთ“,_ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების ისტორიულ სასახლეში იმყოფება.