საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილი, სოფელ დვაბზუში წმ.გიორგის ტაძარში პარაკლის დაესწრო.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ არის ცნობილი, ეს შეხვედრა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო.
ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა ჯინჭარაძემ პრეზიდენტს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზის ხატი გადასცა.
“ტაძარს ესტუმრა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, აღვავლინეთ პარაკლისი, დავათვალიერეთ ორივე ტაძარი, მე-18 საუკუნეში აშენებული ტაძარი არის სავალალო მდგომარეობაში და საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტირებას, მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, ღმერთმა გააძლიეროს, ღმერთმა შეაძლებინოს და აი, ეს ტაძარი, რომელიც ინგრევა მისი მეთაურობით იყოს აღდგენილი და გამშვენებული,”_ აღნიშნა მამა შალვა ჯინჭარაძემ.
ტაძარი 2002 წლიდან ხარაჩოებშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
ორივე ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.