ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საუკეთესო მკლავჭიდელად დასახელდა.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლევან საგინაშვილს 12864 ადამიანმა დაუჭირა მხარი, რაც ხმების 98% პროცენტს შეადგენს.
გამოკითხვაში მეორე ადგილზე ლიეტუველი მინდაუგას ტარასაიტი გავიდა – 174 ხმით.