ოზურგეთში სავაჭრო ცენტრ “მოდერნში“ ერთი პირი შეიჭრა, რომელმაც, როგორც სავაჭრო ცენტრში “გურია ნიუსს” უთხრეს, სალაროდან ფულის წაღება მოახერხა.
“ეს ადამიანი დანით შემოვარდა. სავაჭრო ცენტრში, ასევე, იმყოფებოდნენ მომხმარებლები. ყველა კამერა ჩართული იყო, ყველაფერი დაფიქსირებულია. ზუსტად ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რა ოდენობის თანხაა წაღებული, ეს ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი“, _ გვითხრეს “მოდერნში“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ინტესიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.