გურიაში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამება–ჯიხეთის დედათა მონასტერს ეწვია და ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ანდრიასთან (კბილაშვილი) ერთად დაათვალიერა სამონასტრო კომპლექსი და მეურნეობა.
_ ჯიხეთის დედათა მონასტრიდან მინდა ყველა ლანჩხუთელს მივულოცო კალანდა. მინდა ეს წელი ბედნიერი და ხალისიანი წელი იყოს. მინდა ქართველ ხალხს სიმშვიდე და მშვიდობა ვუსურვო, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
ჯიხეთის დედათა მონასტერში პრეზიდენტს მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ახლდნენ.