სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ისევ დაძაბული ვითარებაა.
როგორც The Vestnik kavkaza იუწყება, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტების მისამართით ცეცხლი გახსნეს.
სომხეთს აზერბაიჯანმა საპასუხო ცეცხლით უპასუხა.
აზერაიჯანული მედიის ინფორმაციით, ეუთო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ჩატარებას აპირებს.
კონფლიქტი სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანას შორის 1988 წელს დაიწყო, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიებზე პრეტენზიები გამოთქვა. ომის შედეგად სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% დაიკავეს, მათ შორის მთიან ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე ოლქი.
1994 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტა მოჰყვა. სომხეთს ჯერ არ აქვს შესრულებული გაეროს უშიშროების ოთხი რეზოლუცია მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე ოლქებიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან.