ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, რომელიც ლოზანაში ტარდება, ქართველ მოციგურავეთა წყვილმა, გუნდურ ასპარეზობაში, ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ყინულზე შესანიშნავად იასპარეზეს და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანეს.
„ესეც ჩვენი გმირები, გილოცავ საქართველო“_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ფიგურული სრიალის პრეზიდენტი, მაკა გიორგობიანი.
აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ, ამავე ჩემპიონატზე, მოციგურავეები წყვილთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.