Reuters-ის ინფორმაციით, ავტრალიის ამინდის ბიუროში ამბობენ, რომ ქვეყანაში წვიმა მარტშია მოსალოდნელი და ავსტრალიას ხანძრების ჩასაქრობად მარტამდე ლოდინი მოუწევს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ხანძარმა, თითქმის გერმანიის მესამედი ზომის ფართობი გაანადგურა, დაიღუპა 29 ადამიანი და დაიწვა 2000-ზე მეტი სახლი. ხანძარს ემსხვერპლნენ ცხოველებიც.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 100-მდე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ბრძოლა სავარაუდოდ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ძლიერი წვიმა არ წამოვა.
როგორც ამინდის ბიურო იუწყება, აღმოსავლეთ სანაპიროზე სამწლიანი გვალვის დასრულებისთვის მეტი ნალექია საჭირო.