ლანჩხუთში ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგების შემდეგ სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარიდან განახლდება.
როგორც ა(ა) იპ ლანჩხუთის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრში ამბობენ, ბაგა-ბაღებში ყველაფერი მზადდება პატარების მისაღებად, ჩატარდება დეზინფექცია და ასევე, გენერალური დალაგების სამუშაოები იმისთვის, რომ პატარებს დახვდეთ სუფთა და მოწესრიგებული გარემო.
„ვირუსებთან დაკავშირებით საგანგებოდ გაფრთხილებული არიან ბაგა-ბაღების ხელმძღვანელები და ექთნები, რომლებიც გააკონტროლებენ აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობას და რესპირატიული მდგომარეობის მქონე ბავშვებს არ დაუშვებენ საბავშვო ბაღში ვირუსის შესაძლო გავრცელების გამო“, _ განმარტავს ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა.