16 იანვარს „არაფრის კეთების დღე“ აღინიშნება.
აღნიშნული დღე მიმომხილველმა, ჟურნალისტმა, ჰაროლდ კოფინმა 1972 წელს დააწესა.
თუმცა, ის არ არის სახალხო დღესასწაული.
ამ დღის მიზანია, რომ იყოს უზრუნველყოფილი ერთი დღე, როდესაც ადამიანებს შეეძლებათ ისხდნენ, იზეიმონ და არაფერი აკეთონ.
თარიღის შენარჩუნებას ხელს უწყობს კოფინის არაფრის კეთების ფონდი, რომელიც რეგისტრირებულია კალიფორნიაში.