დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა.
„გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა პატრიარქმა.