„გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში მოთოვა, საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან დედაქალაქის უმეტეს ნაწილში თოვლი არ მოსულა.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში „გურია ნიუსს“ უთხრეს, თბილისის ერთ-ერთ უბანში თოვლი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის გავრცელებამ გამოიწვია.
„ამიერკავკასიის ჩრდილო აღმოსავლეთიდან გუშინ და დღეს ვრცელდებოდა შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის დასავლეთ საქართველოს შედარებით თბილ ჰაერის მასებთან ურთიერთქმედება უმეტესად იწვევს ნალექს აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში.
დღის მეორე ნახევრიდან ნალექი შეწყდება, მაგრამ მთა-გორიანია ვაზისუბანი და ცოტა გაძნელდება ნალექის შეწყვეტა,“_ გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ხვალიდან კი ქარის გაძლიერებას ელოდებიან.