მარიხუანას მოხმარება სიგარეტის მოწევაზე მეტად პოპულარულია, თუმცა, ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კარდიოლოგები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
კარდიოლოგებმა მარიხუანას მოხმარებასა და გულის დაავადებებს შორის კავშირი აღმოაჩინეს.
კვლევის ავტორების თქმით, ადამიანებს, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ან თავი დაანებონ მარიხუანას მოხმარებას ან შეამცირონ.
კვლევის ავტორების თქმით, ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს მარიხუანას, რომლებსაც გულსისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მათ შორის, არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მარიხუნას სამკურნალო მიზნით იყენებენ.
კვლევის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებას ზოგიერთ კარდიოვასკულური მედიკამენტის ეფექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგალითად, სტატინებზე.
ექსპერტების თქმით, კარდიოლოგებმა უნდა ჰკითხონ პაციენტებს რა სახით და რამდენად ხშირად იყენებენ მარიხუანას, ჩაუტარონ მათ ტესტირება, განსაკუთრებით კი ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადანერგილი გული აქვთ ან გულის უკმარისობა აწუხებთ ან გულის შეტევა აქვთ გადატანილი.
მათივე თქმით, ექიმებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს, რომ განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანას ვაპინგი და სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებაა, რაც უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმთელობაზე.