ბათუმელ ქუჩის ძაღლს, კუპატას, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, უკვე საკუთარი კერა აქვს. ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“პოპულარულ კუპატას უკვე თავისი კერა აქვს.
მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ კერა წარწერით “ხალხის რჩეული”, რაც ნამდვილად დაიმსახურა,”_წერია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გვერდზე.
ცნობისთვის, ABC News-მა გამოაქვეყნა ძაღლის ვიდეო სათაურით „ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში.“
ამ წუთებისთვის მის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს.