არასეზონურმა ძლიერმა წვიმამ მადაგასკარზე წყალდიდობა გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 18 დაკარგულია.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფრიკის ნაწილში ბოლო რამდენიმე თვეა ხშირად წვიმს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ოკეანის გათბობაა.
გასულ წელს აფრიკაში წყალდიდობებს, მეწყერებს და ციკლონს 1200 ადამიანი ემსხვერპლა.