„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კორონავირუსი უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, ქვეყნის ჯანდაცვა ვირუსთან საბრძოლველად მზად არ არის, ამიტომ პოლიტიკოსი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ფრენებისა და ტვირთბრუნვის აკრძალვას ითხოვს.
„მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონავირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის. მთავრობის გასაგონად, სასწრაფოდ აკრძალეთ ადამიანთა მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. შეაჩერეთ ყოველგვარი ტვირთები, მათ შორის ფოსტა ამ ქვეყანასთან. განსაკუთრებული კონტროლი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, კონკრეტულად ქუთაისი, თბილისი და ხარაგაულის რეგიონი, სადაც ჩინური ქალაქები აშენდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.