ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალების შექმნაზე ბრძანებას ხელი 2019 წლის 21 თებერვალს მოაწერა.
პრეზიდენტის თქმით, ახალი კოსმოსური ძალების მისია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის გაძლიერება, მიზანი კი კოსმოსში დომინანტური პოზიციის მოპოვება.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებში აქამდე შედიოდა ჯარი, საზღვაო ქვეითები, საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, სანაპირო დაცვა.
კოსმოსური ძალები კი გამოეყო საჰაერო ძალებს, ის იქნება დამოუკიდებელი, მათი თანასწორი და შეიარაღებული ძალების მეექვს სახეობა.
ასევე, შეერთებული შტატების კოსმოსური სარდლობა, ამერიკის საგანგებო ოპერაციების სარდლობის მსგავსად, არის ორგანიზებული, რომელიც საგანგებო ძალების ზედამხედველობას ახდენს და კიბერსივრცეში წარმოებულ ოპერაციებს აკონტროლებს.
გუშინწინ კი დონალდ ტრამპმა ამერიკის კოსმოსური ძალების ლოგო წარადგინა, რომელმაც ამერიკელების კრიტიკა დაიმსახურა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა ემბლემა Twitter-ზე წარადგინა. ემბლემა დედამიწის, თანამგზავრის და ვარსკვლავების ფონზე განლაგებული კოსმოსური რაკეტის სქემატურ გამოსახულებას წარმოადგენს. რომაული ციფრებით კი ძალების დაარსების წელია აღნიშნული. სოცქსელის მომხმარებლებმა კი აღნიშნეს, რომ ლოგო პოპულარული სერიალის „ვარსკვლავური გზა“ სიმბოლიკას ჰგავს.
თუმცა კოსმოსურ ძალებში განმარტეს, რომ ემბლების ცენტრალური ელემენტი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჯერ კიდევ 1942 წელს გამოიყენეს. მათივე ინფორმაციით, ლოგოტიპი რამდენიმე ვარიანტს შორის სწორედ ტრამპმა შეარჩია.
ასევე უნდა ღინიშნოს ის ფაქტი, რომ მსგავსი ემბლემა აქვს 1982 წლის პირველ სექტემბერს შექმნილ Air Force Space Command, რომელიც ითვლება ახალი, დამოუკიდებელი სარდლობის წინამორბედად.
ცოტახნით ადრე ამერიკელებმა კოსმოსური ძალების უნიფორმაც წარადგინეს.