ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, რასაც სიამოვნებით დათანხმდა.
მისივე განმარტებით, ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს.
POშთV-ს ეთერში იზორიამ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა და პრემიერმინისტრს 24 იანვარს გადაუგზავნა.
მისივე განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში ჩასვლას თებერვლის მიწურულს გეგმავს.