ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
შემთხვევა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და მცირეწლოვანს და მის ბაბუას დაეჯახა. ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, ბაბუის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.