„ფინანსური დანაწევრების გამო, უარესდება შესრულებული პროექტების ეფექტიანობა. შესრულებული პროექტი არაა მიმართული კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ და ისეც ხდება, რომ შერჩეული პრობლემები არ ემთხვევა შერჩეული პროექტის დასახელებას“- ასეთი შინაარსის, მეტად მნიშვნელოვანი შენიშვნა გამოითქვა 27 იანვარს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ოზურგეტის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად სოფლის მხარდამჭერი პროგრამა განიხილეს.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა, გრიგოლ მახარაძემ განაცხადა, რომ 2019 წელს, 13 მუნიციპალიტეტში 59 სოფლის პროექტი შეამოწმეს, კონკრეტულად ოზურგეთში მოხდა ნარუჯის, ძიმითის, ვაკიჯვრის, მზიანის და სოფელ ოზურგეთის პროექტების შემოწმება.
-ძირითადად, სოფლებში მოქალაქეები ესწრებიან კრებებს, არიან ინფორმირებულნი ამა თუ იმ პროექტის შესახებ, რომელიც მათთან ხორციელდება, თუმცა, არაერთხელ აცხადებენ, რომ როცა თანხის დანაწევრება ხდება, მერე ხარისხიც და ეფექტიანობაც უარესდება,_თქვა გრიგოლ მახარაძემ.
საკითხის ირგვლივ საუბრისას, გამოიკვეთა აზრი, რომ სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხა ძალიან არ უნდა დანაწევრდეს და მოხმარდეს ერთ ან ორ მეტად აუცილებელ და სოფლის მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტის გახორციელებას.