https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვითარება გადასასვლელ ხიდზე: სადგურის მოედნის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

    “ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ ხალხმა არ იფიქროს თუ ვის ეკისრება არსებულ, რეალურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა”

    წამლების ფასი გამუდმებით იზრდება: „ციტრამონს რომ ასე გამიძვირებს და ვალოკორდინს … არ დავწყევლო?“

    სილამაზე ზღვის დონიდან 2100 მეტრზე – ეს ქვეყანა ჩვენია

    შსს: მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “ძალიან მამაცი მებრძოლი იყო“ _ ვიდეორეპორტაჟი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დაკრძალვიდან

    ოპერაცია „ვივალდი“: როგორ შეცვალა უკრაინამ ბრძოლა ლიმანის მიმართულებით ?!

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “გურიის რესპუბლიკა არც ლეგენდაა და არც გამოგონილი ამბავი” _ ირაკლი მახარაძე

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

  • ფეისბუქსტატუსები

    „ივანიშვილმა სააკაშვილის მხარდაჭერა 7 ნოემბრის შემდეგაც გააგრძელა“ _ მერაბ მეტრეველი

    „დიდ გაჭირვებაშიც არ კარგავენ იუმორს“ – ლევან ცუცქირიძე გურულებზე

    მერაბ დვალიშვილი: მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა კვლავ ოქტაგონზე დავბრუნდები

    „გოჩა ჯანაშია, ეს საუნჯე კაცი რეიზა წაგვართვით?“ – ნუგზარ ჩხიკვაძე

    ,,მოკლედ ასე, ჩვენები, “ქართული ოცნების” ნამდვილები, ვიკრიბებით თვის ბოლოს” – ნინო ჯღარკავა

    თამთა მიქელაძე: რასაც შალვა პაპუაშვილი კანონიერად აცხადებდა, ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა და მიწასთან გაასწორა

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ჩატარდება თუ არა უკრაინაში ონლაინ არჩევნები _ ზელენსკის ახალი განცხადება

    დრონებით იერიში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე _ ახალი ცნობები უკრაინიდან

    “არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი” – სანიოლი

    დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ის სენატში უმრავლესობა მოიპოვა

    RSF-ის 2026 წლის „პრესის მტრების“ სიაში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ოქტომბერში დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა 54 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

10:01; 28.01.2020
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

2017 წლის 21 ნოემბერს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ. ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა – ახმედ ჩატაევმა, “აბუ ჰურეირამ” და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 32-ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მოწმის სახით გამოიკითხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც გამომძიებლები, ასევე ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.

აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს.
თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები და კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები.
გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნა ადვოკატების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, კერძოდ, მათი განცხადებით, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიერ განმეორებითი გამოკითხვისას გაცხადებული გარემოებების შესახებ, თითქოსდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ე.მ.-ს არ მისცეს დროულად მედიკამენტები და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება.
მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თავად ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემებერს გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის შესახებ საუბრობენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მათი განმეორებითი გამოკითხვა. დამატებითი გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს და მხოლოდ ამ გამოკითხვისას განმარტეს ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და მიზეზად მიუთითეს თითქოსდა არ ახსოვდათ ამ ფაქტების შესახებ შემთხვევის დღეს. ალოგიკურია, რომ მოწმეებს ფაქტი არ ახსოვდათ რადენიმე საათში და გაახსენდათ სამი თვის შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტები არ არის წინააღმდეგობრივი. ა.მ. განმეორებითი გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ მას, სახლის ჭიშკართან სავარაუდოდ ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რაც ასევე არ დადასტურდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, იოსებ გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იგი მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციას იღებდა ტელეფონის საშუალებით.

ადვოკატები ასევე აპელირებდნენ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე. აღნიშნული კუთხითაც ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორ სახელმწიფოებში, თითოეულ მათგანს გაცნობილი ჰქონდა საკანონმდებლო ბაზა ლეტალური იარაღის გამოყენების უფლების შესახებ. ღონისძიებას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, ოპერაციის დაწყებამდე შესწავლილი იქნა როგორც დასაკავებელი პირები, ისე გარემო, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება; სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა.

ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

თბილისის პროკურატურის ზემოაღნიშნულმა გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც.

კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო.

რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ურეკის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

23:15; 8 ნოემბერი, 2026
სამართალი

ღარიბაშვილის ადვოკატი ოჯახთან პაემნის აღდგენას ითხოვს _ რას პასუხობს პენიტენციური სამსახური

13:05; 8 ნოემბერი, 2026
სამართალი

ოზურგეთში პოლიციის პიკაპის შეჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცი ბათუმში გადაიყვანეს _ მისი მდგომარეობა მძიმეა

14:16; 7 ნოემბერი, 2026
სამართალი

ავარია ოზურგეთში _ დაშავებული უგონო მდგომარეობაშია

20:43; 6 ნოემბერი, 2026
სამართალი

საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს _ პოლიციამ ერთი პირი დააკავა

13:52; 6 ნოემბერი, 2026

კორონავირუსი დაუდგინეს კაცს, რომელიც ჩინეთში არასდროს ყოფილა

ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ოზურგეთის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება

10:09; 9.11.2026
საზოგადოება

გურიაში ნაწილობრივ გამოიდარა

9:50; 9.11.2026
სამართალი

ურეკის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

23:15; 8.11.2026
საზოგადოება

რა ხდება ურეკის შემოვლით გზაზე უხვი სეტყვის შემდეგ

22:31; 8.11.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი ბაზიერები საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონები გახდნენ

16:29; 8.11.2026
საზოგადოება

ასკანისა და ნაგომარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

14:26; 8.11.2026
სამართალი

ღარიბაშვილის ადვოკატი ოჯახთან პაემნის აღდგენას ითხოვს _ რას პასუხობს პენიტენციური სამსახური

13:05; 8.11.2026
სპორტი

საქართველომ კანადა 59:14 დაამარცხა _ „ბორჯღალოსნების“ დამაჯერებელი გამარჯვება

11:28; 8.11.2026
ფეისბუქსტატუსები

„ივანიშვილმა სააკაშვილის მხარდაჭერა 7 ნოემბრის შემდეგაც გააგრძელა“ _ მერაბ მეტრეველი

10:44; 8.11.2026
ზაფრანი

„თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა“

9:44; 8.11.2026
ზაფრანი

„როგორ არ ვარგა, შვილო, ძალიან კარგია, მაგრამ…“

9:33; 8.11.2026
ზაფრანი

„დავიბენით და გაუცნობიერებლად მივაძახეთ: „ვა, აშოტასთან მიდიხართ“?!“

9:32; 8.11.2026
ზაფრანი

„ვუყურებ ამ კაცს, თავზე თმა არ აქვს, არადა, თამაშის დაწყებამდე ქოჩორი ჰქონდა“

9:26; 8.11.2026
საზოგადოება

სასკოლო ფორმა ყველა დაწყებითკლასელისთვის სავალდებულოა _ როგორ გაკონტროლდება ახალი წესი?

21:32; 7.11.2026
ზაფრანი

8 ნოემბრის ჰოროსკოპი _ რას გპირდებიან ვარსკვლავები და რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება წარმატებული დღე

21:28; 7.11.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ცადამაყვანა – ფოტო ბახმაროდან

21:12; 19.10.2026
0

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ივანიშვილმა სააკაშვილის მხარდაჭერა 7 ნოემბრის შემდეგაც გააგრძელა“ _ მერაბ მეტრეველი

10:44; 8.11.2026
0

„დიდ გაჭირვებაშიც არ კარგავენ იუმორს“ – ლევან ცუცქირიძე გურულებზე

18:09; 31.10.2026

ხსოვნა

ხსოვნა

შუქრი ტუღუშის ხსოვნა

15:41; 3 ოქტომბერი, 2026
ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, „გურია ნიუსზე“ გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენების ან რეპროდუცირების დროს წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა!

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო