ახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“ მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32 სკოლა შეირჩა.
რჩეულთა შორის სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ რუხაძე და ანი ჯღამაძე, მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო, ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში.
,,წიგნების თაროში“ მონაწილეობას სიხარულით შეხვდნენ, თუმცა, ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ.
,,თაროელები’’ საინტერესო სეზონს გვპირდებიან. წარმატებები მათ.