იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ ყოველდღიური სახის მასაჟი -გასაღებია მუდმივად ახალგაზრდა უნაოჭო კანისთვის. ნაზი წრიული მოძრაობებით დატანილი მოვლის ბიუთი-საშუალებები ხელს უწყობენ სასარგებლო ნივთიერებებს უფრო სწრაფად შეაღწიონ კანში, და ამასთანავე შესანიშნავად ადუნებენ კუნთებს და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.
გაწმენდა და დატენიანება – იაპონელი ქალების მთავარი ბიუთი-რიტუალებია. არცერთი იაპონელი არ დაწვება დასაძინებლად მაკიაჟით სახეზე, ამიტომ ნომერი პირველი საშუალებაა – კანის გამწმენდი ლოსიონი. საშუალებას ათბობენ ხელისგულზე და ისვამენ სახეზე წერტილოვნად: შუბლზე, ლოყებზე, ცხვირსა და ნიკაპზე, რის შემდეგაც მასაჟური ხაზების მიხედვით ანაწილებენ მთელ სახეზე. გაწმენდის პროცედურას ასრულებენ სახის მკვებავი რძით. კრემის შერჩევას იაპონელი ქალები ძალიან სერიოზულად უდგებიან: პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ პროდუქტის შემადგენლობას, და არა იმას, რას ამბობენ რეკლამაში.
ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლების აზრით, კიდევ ერთ ნაბიჯს ლამაზი კანისკენ წარმოადგენს ცხელი აბაზანა – როგორც მინიმუმ კვირაში ორჯერ. იდეალური იქნება, თუ აბაზანას მიიღებთ ძილის წინ, რათა მოდუნდეთ, მოიხსნათ სტრესი და კარგად გაიწმინდოთ კანი. იმისათვის რომ პროცედურისგან მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი, დაამატეთ წყალში ზღვის მარილი, ვარდის ფურცლები ან მცენარეული ჩაი.
იაპონელ ქალებს არ უყვართ გარუჯვა. ვერასოდეს ნახავთ იაპონელ გოგონას, რომელიც პლიაჟზე მზეს ეფიცხება. იაპონიის მაცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ლამაზი კანი – ეს თეთრი კანია, ამიტომ მათთვის წლის ნებისმიერ დროს აუცილებელ პროდუქტს წარმოადგენს კრემი შPF-ით. უდავოა, მზე აბერებს კანს, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების, ნაოჭებისა და სხვა სიბერის ნიშნების გაჩენას.
იაპონელი გოგონები უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი ორგანიზმის რესურსების გაძლიერებას ნატურალური საშუალებების დახმარებით. ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლების უმეტესობამ უკვე მოსინჯა „ღრმა შეღწევის კოსმეტიკა“ და ძალიან კმაყოფილია შედეგით.