დღეს, ოზურგეთის მუნიციპლიტეტის საკრებულოს ფაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივა განიხილეს, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა ჩხიკვიშვილმა წარმოადგინა.
იდეა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ეკუთვნის.
სხდომაზე განაცხადეს, რომ ამ ინიციატივების დაფინანსება უნდა მოხდეს, რაც ბიუჯეტში უნდა აისახოს და 2020 წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარი გამოიყოს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა პავლე ჭყონიამ ისაუბრეს ახალგაზრდული ინიციატივებისადმი ყურადღების დათმობაზე, მათი როლის გაზრდაზე მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, აქცენტი გააკეთეს მათი წახალისების აუცილებლობაზე.
_ ძალიან მტკივნეულია ის, რომ ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ და აღარ ბრუნდებიან. მოვიწვიოთ აქ ისინი, დავუთმოთ დრო და ყურადღება მათ ინიციატივებს, წავახალისოთ ყველანაირად. ათი და ოცი წლის შემდეგ ხომ ისინი აქ უნდა მოვიდნენ ისედაც და მართონ საკრებულო თუ მერია, _ თქვა მან, რაზეც ყველა დაეთანხმა.
საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ შემოიტანა წინადადება, დაადგინონ დედლაინები და დაგეგმონ ერთიანი კამპანია, რაც სასურველია, თებერვლიდან სკოლებშიც დაიწყოს. ზოგადად კი, მერია და საკრებულო ერთიანი ძალისხმევით გასწევენ საინფორმაციო კამპანიას.
ძირითადად, ამ პროგრამაში _ „თვითმმართველობა განათლებისთვის“, 12-დან 30 წლამდე ახალგაზრდები ჩაერთვებიან და განსაზღვრული თანხა _ 50 ათასი ლარი ბიუჯეტში ცვლილების შემდეგ, ახლო მომავალში აისახება.