გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შაშიანი-ვაზისუბნის დამაკავშირებელ ხიდზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.