საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი წითელ განგაშს აცხადებს. მათი ინფორმაციით არქტიკის რეგიონი მწვანდება.
როგორც phys.org იუწყება, სატელიტებით გადაღებულ სურათებზე ჩანს თოვლის დნობით გამოწვეული პეიზაჟის ცვლილება.
36 უნივერსიტეტის 40 მკვლევარი ამბობს, რომ გამწვანების პროცესის მიზეზები უფრო რთული და ცვალებადია, ვიდრე ადრე ეგონათ.
ძირითად მიზეზად კი კლიმატის ცვლილება სახელდება.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არქტიკის გამწვანება გამოწვეულია ტუნდრას მცენარეთა რეაქციით დათბობაზე.
მეცნიერები ამბობენ, რომ უახლოესი სატელიტური ტექნოლოგია მკვლევართა საერთაშორისო გუნდს დაეხმარება უკეთესად გააცნობიერონ, როგორ მწვანდება უღრანი რეგიონი, რასაც ტუნდრა ეწოდება.
„ახალი ტექნოლოგიები აძლევს მეცნიერებს საშუალებას თვალი ადევნონ სიმწვანის განვითარებას, რომლებიც აღმოჩენილია სატელიტური პიქსელებით და ფარავს საფეხბურთო მოედანს“,_ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერი, სმიტი.
მეცნიერების თქმით, ეს კვლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური კლიმატის ცვლილების შესახებ.
კვლევა დაეხმარება მეცნიერებს გაერკვნენ რომელი ფაქტორები აჩქარებს ან შეანელებს დათბობას და ნათელი სურათის შექმნას თუ როგორ იცვლება ჩრდილოეთ ევროპული რეგიონები, აზია და ჩრდილოეთ ამერიკა, როდესაც ტემპერატურა მოიმატებს.