ჩინეთის პროვინცია ჰუნანში, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრ ჰუბეის პროვინციას ესაზღვრება, ქათმის გრიპის _ H5N1-ის ეპიდემია დაფიქსირდა _ ამის შესახებ ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.
ამ ვირუსით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ქათმის გრიპის აფეთქება ქალაქ შაოიანის ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, სადაც 7850 შინაური ფრინველი იყო _ მათგან 4500 დაინფიცირდა და დაიღუპა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, 17 800 შინაური ფრინველი გაანადგურა.