„ეს პროექტი ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხს;
მხატვრები ერთი თვე იმუშავებენ ჰონორარის გარეშე;
ტურისტებისთვის ეს ადგილი გახდება მიმზიდველი;
შესრულება ადგილობრივი მიწის რელიეფური დამუშავებით მოხდება;
ჩვენთვის მნიშვნელოვანი სივრცეში ფიროსმანის გაცოცხლებაა!
„სივრცეში ფიროსმანის გაცოცხლება” _ ეს პროექტის სახელწოდებაა!“ _აცხადებს ხელოვანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, დავით ბაძაღუა (“დავიდ გუა”), რომელიც თავისი პროექტის {„სივრცეში ფიროსმანის გაცოცხლება“ , შესახებ, საკუთარი ფეისბუკგვერდიდან აცნობს სრულიად საქართველოს.
მართალია, მან გინესის რეკორდების ადმინისტრაციას მიმართა თავისი იდეით, თუმცა იქვე აცხადებს, რომ გინესს არ დაელოდებიან, პორტრეტის შექმნაში სამასი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.
_პორტრეტის ადგილი მცირე ზომის მთა არის-45% დახრით, – ამბობს დავით ბაძაღუა _ და საბოლოოდ, როგორი იქნება ეს პორტრეტი, ამას სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო ნახავს.
მართალია, პროექტი ხმაურიანია და საკმაო ინტელექტუალურ თუ ეკონომიკურ რესურსს მოითხოვს, თუმცა, ავტორის შემართება, როგორც თავად ამბობს, უკუქცევას არ ექვემდებარება“.
“გურია ნიუსი“ წარმატებას უსურვებს ბატონ დავითს, სრულიად საქართველოსთან ერთად.