ლაგოდეხის საავადმყოფოს ეზოში ნაპოვნი შველი რეინჯერებმა ტყეში დააბრუნეს.
გუშინ, 3 თებერვალს, ლაგოდეხის საავადმყოფოს ეზოში ქალაქის მაცხოვრებლებმა ახალგაზრდა მამრი შველი შენიშნეს, რომელიც ეზოდან გასასვლელს ვერ პოულობდა და ლითონის ღობეს ეჯახებოდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ შველის შესახებ ინფორმაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს მიაწოდა.
საერთო ძალებით მოხდა შველის დახმარება, რომელიც მოგვიანებით რეინჯერებმა ტყეში დააბრუნეს.