ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში სასულიერო პირის, მამა თომა (გოგოტიშვილის) სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სასულიერო პირი ავრცელებს.
“უბრალოდ ყველას შენდობას ვთხოვ რომ ამას ვწერ, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ჩემი გაქურდვა არ შერჩება არავის ვინც არ უნდა იყოს. სიმწრით ნაშოვნი მქონდა რაც არ უნდა მოხდეს სიცოცხლეს შევწირავ ამ საქმეს,”_ წერს სოციალურ ქსელში მამა თომა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
მიმდინარეობას აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.