დღეს დილით ლანჩხუთში, ლესის საჯარო სკოლის ეზოში სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.
სკოლაში სასწავლო პროცესიც შეჩერებული იყო.
როგორც გაირკვა, ხანძარი გაჩნდა საკვამურ მილში, რის გამოც, სკოლიდან 112-ზე დარეკეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად, ყოველი შემთხვევისათვის სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა. ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.