შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტის) მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია,“_ ნათქვამია უწყების განცხადებაში.