მილაირდერების ინდექსი ბლუმბერგის მიხედვით _ ეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგია. მონაცემები ყოველი დღის ბოლოს ახლდება ნიუ იორკში დამთავრებული სავაჭრო დღის შემდეგ.
7 თებერვლის მონაცემებით, სიის სათვეში 126 მილიარდით ინტერნეტ-რიტეილერ „ამაზონის“ მფლობელი ჯეფ ბეზოსი.
მეორე ადგილზეა „მაიკროსოფტის“ თანამფლობელი ბილ გეიტსი _ 118 მილიარდი.
მესამე ადგილს 101 მილიარდით იკავებს ფრანგი ბერნან ანო, რომელიც ფლობს კომპანიას VMH Moet Hennessy Louis Vuitton.
მეოთხე ადგილზეა ამერიკელი უორენ ბაფეტი, «Berkshire Hathaway-ს მფლობელი _ 89,3 მილიარდი.
მეხუთე ადგილს იკავებს Facebook-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი _ 78,4 მილიარდი.
მილიარდერების სიმცირეს არ უჩივიან რუსები _ 30-ე ადგილზე ვლადიმერ პოტანინია 30 მილიარდით; 42-ზე 23,2 მილიარდით _ ვაგით ალეკპეროვი; ლეონიდ მიხელსონი 22,1 მილიარდი _ 45-ე ადგილი; 19, 3 მილიარდით 58-ეა ალექსეი მორდაშოვი; 74-ეალიშერ უსმანოვი 16,8 მილიარდით; 77-ე 16,6 მილიარდით რომან აბრამოვიჩი. სიაში კიდევ 16 რუსი მილიარდერია.
330-ე ადგილს 5,9 მილიარდით იკავებს უკრაინელი რინატ ახმეტოვი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იგი 5,55 მილიარდით 373-ე ადგილზეა _ მისი ქონება ბლუმბერგის ინდექსის წინა მონაცემებთან შედარებით 25 მილიონითაა გაზრდილი.