იაპონიაში, იაკოჰამაში, საკრუიზო გემზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, ხუთშაბათს კი 20 შემთხვევა იყო დადასტურებული.
როგორც The NYTIMES იუწყება, ექიმებმა 273 ადამიანი შეამოწმეს და მათი თქმით, ისინი ვირუსისგან პოტენციურად დაუცველები არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, 41 ადამიანი, ვისაც კორონავირუსი ახლა აღმოაჩნდა, გემიდან სამკურნალოდ გადაჰყავთ.
გემზე 2000-ზე მეტი ადამიანი ორ კვირიანი კარანტინის ფარგლებში იმყოფება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ისინი არარეგულარულად იკვებებიან და მხოლოდ ხუთშაბათს დართეს გარეთ გასვლის და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის უფლება.
კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 600-ს აჭარბებს.