ღამურებისა და გველების შემდეგ, მკვლევარების ნაწილი ადამიანებზე კორონავირუსის გავრცელებას სხვა ცხოველს უკავშირებენ.
როგორც sciencealert იუწყება, მკვლევარების ნაწილი უხანში კორონავირუსის გავრცელებას პანგოლინს უკავშირებს.
ბევრ ცხოველს შეუძლია ვირუსის გადაცემა სხვა სახეობებზე და კორონავირუსის თითქმის ყველა შტამი ველური ბუნების წარმოშობისაა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების უახლესი შტამის მატარებლები ღამურები არიან.
ბოლოდროინდელმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსების შტამი, რომელიც ამჟამად გავრცელდა ადამიანებში 96%-ით იდენტურია ღამურებში აღმოჩენილის.
Pasteur Institute-ის მკვლევარი ამბობს, რომ დაავადება პირდაპირ ღამურებიდან ადამიანებზე არ გავრცელებულა.
„ვფიქრობთ, რომ არის კიდევ ერთი ცხოველი, რომელიც შუამავალია“,_ ამბობს ის.
გამოკვლევება აჩვენეს, რომ ვირუსს, რომელსაც ღამურები ატარებენ, ადამიანის უჯრედის რეცეპტორებზე გადასვლა არ შეუძლია, მაგრამ უცნობია, რომელი ცხოველია დაკარგული იმ ჯაჭვში, რომლისგანაც ვირუსი ადამიანებზე გავრცელდა.
მკვლევარ-ეპიდომიოლოგი მიიჩნევს, რომ შუამავალი ძუძუმწოვარი ცხოველია და მაჩვისებრთა ოჯახს ეკუთვნის.
1000-ზე მეტი გარეული ცხოველის ნიმუშის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ვირუსის გენები, რომელსაც პანგოლინები ატარებენ, 99%-ით იდენტურია ადამიანებში გავრცელებული კორონავირუსის.
მაგრამ სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ სიფრთხილეა საჭირო.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარის, ჯეიმს ვუდის თქმით, გამოძიება მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგი საერთაშორისო შემოწმების შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს.
IRD-ის ვირუსოლოგის თქმით, ძიებამ შეიძლება შედეგი მალე გამოიღოს, როგორც ეს SARS-ის შემთხვევაში მოხდა ან დიდი ხანი დასჭირდეს.
მისივე თქმით, მეცნიერებმა ებოლას გამოკვლევა 1976 წელს დაიწყეს, მაგრამ პირველი შედეგები 2015 წელს გამოქვეყნდა.