გურიის შესახებ მთელი რუსული რევოლუციური მოძრაობა ალაპარაკდა. ,,ფრთხილმა, ,,უსისხლო, ვეგეტერიანული” რევოლუციის მქადაგებელმა, დიდებულმა მწერალმა” ლევ ტოლსტოიმ გურულებს `რუსული რევოლუციის ავანგარდი” უწოდა. აი, რას წერდა ის ცნობილ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს ილია ნაკაშიძეს: ,,გასაკვირი ცნობებია გურიიდან, როგორ გააუქმეს მთავრობა და გათავისუფლდნენ, ამავდროულად დაიწყეს უკეთესად ცხოვრება და ბევრად უფრო თავისუფალნი გახდნენ… ცნობები, რომელიც ყიფიანმა (მიხეილ (მიშო) ყიფიანი (1846-1910 -ი.მ.) გადმომცა, ჩემი აზრით, ფრიად მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გავაცნოთ ხალხს ის დიდმნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც გურიაში ხდება. თუმცა ვიცი, რომ გურულებს წარმოდგენაც არა აქვთ ჩემი არსებობის შესახებ, მაინც ძალიან მოსურნე ვარ გავუზიარო მათ ის გრძნობები და ზარები, რომლებსაც ჩემში იწვევს მათი გასაოცარი მოქმედება… გადაეცით მათ, რომ არის ერთი მოხუცი, რომელიც ოცი წლის მანძილზე სულ იმაზე ფიქრობს და წერს, რომ ადამიანთა ყველა უბედურება გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ისინი სხვებისაგან, ხელისუფლებისაგან ელოდებიან დახმარებას და ცხოვრების მოწყობას, ხოლო როცა ხედავენ, რომ ხელისუფლებისაგან მათ არა აქვთ შვება, მაშინ იწყებენ ხელისუფალთა გამტყუნებას, მათ წინააღმდეგ ბრძოლას… საჭიროა ერთი რამ: ის რასაც აკეთებენ ისინი, გურულები… მოაწყონ საკუთარი ცხოვრება ისე, რომ არ სჭირდებოდეთ ხელისუფლება. მთელი ძალისხმევა უნდა იყოს წარმართული იქითკენ, რომ, როგორც ისინი თავად ამბობენ, იცხოვრონ ქრისტეს გზით, იცხოვრონ სინდისიერად, აღასრულონ ერთი და იგივე კანონი ქრისტიანებისათვის და მუსულმანებისათვის, და მთელი კაცობრიობისათვის. ეს კანონი კი მდგომარეობს იმაში, რომ გიყვარდეს ნებისმიერი ადამიანი და გაუკეთო სხვას ის, რაც გინდა რომ შენ რომ გაგიკეთონ. თუ ისინი იცხოვრებენ ღმერთის კანონებით, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. თუ ისინი ღმერთთან იქნებიან, ღმერთიც მათთან ერთად იქნება და არავის ძალუძს მათ ხელი შეუშალოს.”
მაგრამ გურულებმა არ გაითვალისწინეს ტოლსტოის ეს შეგონებანი, რომელიც გურიის მოძრაობაში ხედავდა საკუთარი რელიგიურ-ზნეობრივი სწავლების – ძალადობით ბოროტებისადმი წინაღუდგომლობასა და პასიურ დაუმორჩილებლობას – პირდაპირი მნიშვნელობით განხორციელებას. მისი დოქტრინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შორს იდგა რეალობისაგან და გურულებმა ყველა რესურსი რომ ამოწურეს, გადაწყვიტეს ძალისმიერი მეთოდებით მოეპოვებინათ საკუთარი თავისუფლება და მომავალი.
გურიის ამბებით აღფრთოვანებული დიდი მწერალი ცდებოდა რომ თითქოს გურულებს წარმოდგენაც არა ჰქონდათ მისი არსებობის შესახებ. პირიქით, ,,საქართველოს საფრანგეთის” მცხოვრებლებმა ბევრი რამ იცოდნენ ტოლსტოის შესახებ. როცა ილია ნაკაშიძე სამ ათასიან კრებას მის წერილს უკითხავდა და იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ტოლსტოი ამბობდა რომ გურულებმა არაფერი იციან ჩემს შესახებო, ხალხმა პროტესტის ნიშნად ხმაური ატეხა, ტოლსტოის დიდი ხანია ვიცნობთო, განსაკუთრებით მის ზღაპრებსო და რომანს ,,აღდგომა.” გურიის მასწავლებლებმა 1906 წელს წერილიც კი გაუგზავნეს ლევ ტოლსტოის, სადაც სთხოვდნენ განემარტა მას სხვადასხვა საკითხები –პირველ რიგში, პრესაში გამოქვეყნებული რუსეთსა და კავკასიაში მიმდინარე საკითხებთან მიძღვნილ წერილებთან მიმართებაში და ასევე, აპირებდა თუ არა ის ნაწარმოების შექმნას, რომლის მოქმედება მოხდებოდა გურიაში. რა პასუხი მისწერა ტოლსტოიმ გურულებს, ჩემთვის უცნობია.
magram gurulebma ar gaiTvaliswines tolstois es Segonebani, romelic guriis moZraobaSi xedavda sakuTari religiur-zneobrivi swavlebis – ZaladobiT borotebisadmi winaRudgomlobasa da pasiur daumorCileblobas – pirdapiri mniSvnelobiT ganxorcielebas. misi doqtrina am konkretul SemTxvevaSi Sors idga realobisagan da gurulebma yvela resursi rom amowures, gadawyvites Zalismieri meTodebiT moepovebinaT sakuTari Tavisufleba da momavali.
guriis ambebiT aRfrTovanebuli didi mwerali cdeboda rom TiTqos gurulebs warmodgenac ara hqondaT misi arsebobis Sesaxeb. piriqiT, ,,saqarTvelos safrangeTis” mcxovreblebma bevri ram icodnen tolstois Sesaxeb. roca ilia nakaSiZe sam aTasian krebas mis werils ukiTxavda da im adgilamde mivida, sadac tolstoi ambobda rom gurulebma araferi ician Cems Sesaxebo, xalxma protestis niSnad xmauri atexa, tolstois didi xania vicnobTo, gansakuTrebiT mis zRaprebso da romans ,,aRdgoma.”[1] guriis maswavleblebma 1906 wels werilic ki gaugzavnes lev tolstois, sadac sTxovdnen ganemarta mas sxvadasxva sakiTxebi –pirvel rigSi, presaSi gamoqveynebuli ruseTsa da kavkasiaSi mimdinare sakiTxebTan miZRvnil werilebTan mimarTebaSi da aseve, apirebda Tu ara is nawarmoebis Seqmnas, romlis moqmedeba moxdeboda guriaSi.[2] ra pasuxi miswera tolstoim gurulebs, CemTvis ucnobia.