ეს ჩვენი გურული ლოლაა, ლეოს და. ჭანიეთში ცხოვრობს და თოვლი პირველად ნახა, თუმცა, ვინ აცალა თოვლში ბურხალი (გურული დიალექტის მარგალიტ სიტყვას ვიშველიებ) _ ყეფით გამოუდგა მარადიული მტერი.
საწყალმა ოთახში ძლივს შემოასწრო და გიგანტური მონსტერას ვარჯზე შესკუპდა, თან საწყალობლად ცალი თვალით გამოგვხედა, გადავრჩი თუ არაო…