გუსტავ კლიმტი, ავსტრიელი სიმბოლისტი და მხატვარი (1862 – 1918)- „კოცნა“ (1908) ის ყველაზე ცნობილი ნახატია კლიმტის „ოქროს პერიოდიდან“. დაცულია ვენაში, ბელვედერის სასახლეში.
იტალიელი ფერმწერის, სანდრო ბოტიჩელის ტილო – ვენერას დაბადება (1484-1486). ეს შედევრი, ბოტიჩელიმ მედიჩების ცნობილი ოჯახის დავალებით შექმნა. იგი სიყვარულის ქალღმერთს ასახავს, როგორც სრულყოფილების და სიწმინდის იდეალიზებულ სტანდარტს. რენესანსის ეპაქაში დაწერილი ტილო დღეს ფლორენციაში ინახება.
ფრანგი მხატვარი ედუარდ მანე (1832-1883) – „მამა ლათუილის დროს”(1879) ეს თავშეკავებული, ციციანური სცენა ასახავს სურვილის უფრო მოკრძალებულ გამოხატულებას.
ფრანგული იმპრესიონიზმის დამფუძნებელი, კლოდ მონე (1840-1926). “გასეირნება არჟანტეის მახლობლად” (1873) ეს ნახატი გადმოსცემს უდანაშაულობას და ლტოლვას. თავისუფალია რაიმე ძლიერი ვნებისა და ეროტიზმისგან.
ფრედერიკ ლეიტონის “მეთევზე და სირინოზი” (1856-58) ინგლისელი მხატვრის ეს ნამუშევარი ამ სიას ნამდვილად ესადაგება. არ არის საჭირო იყოთ ხელოვნებათმცოდნე, ამ ნამუშევარში ცეცხლის და ვნების დასანახად. რომელიც შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს, რადგან მითოლოგიის მიხედვით სირინოზები მეზღვაურებს აცდუნებდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ.