რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს, შესანიშნავ მეგობრებს, სიყვარულს, თუ რაიმე ისეთია, რისი სიტყვებით განსაზღვრაც არ შეგვიძლია, რაღაც ძალიან ღრმა და პირადი?
ბუდისტი ბერები თვლიან, რომ ბედნიერება, არსებობის, ცხოვრების გზაა და ეს არ არის წამიერი განცდა.
„ადამიანები ფიქრობენ, რომ რაღაცით აღფრთოვანება, აღტაცება არის ბედნიერება, მაგრამ როცა აღტაცებული ხარ, შენ არ ხარ მშვიდი. ნამდვილი ბედნიერების საფუძველი კი, მშვიდობა და სიმშვიდეა“.
ბერების მოსაზრებას კრიტიკოსები ასეთ ინტერპრეტირებას უკეთებენ _ ნამდვილი ბედნიერება, ეს ადამიანის შინაგანი სიმშვიდეა.
პირველი ნაბიჯი შინაგანი სიმშვიდის პოვნის, მიმღებლობის უნარია. ეს ნიშნავს, რომ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც ხართ, მიიღოთ სხვები ისეთებად, როგორებიც არიან.
იყო ბედნიერი და ლამაზი, ნიშნავს, რომ იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. უნდა გაითავისოთ, რომ სხვა ადამიანების აზრი თქვენ შესახებ არაფერს ნიშნავს და არ არის საჭირო შეიცვალო იმის გამო, რომ სხვებმა მიგიღონ. ნუ ცდილობთ, რომ შეიცვალოთ იმის გამო, რომ სხვებმა მოგიწონონ. ეს არაფერში გჭირდებათ. მთავარია, თვითონ მიიღოთ საკუთარი თავი.
ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ენდობა საკუთარ თავს და არის თავდაჯერებული.
ადამიანის შინაგან სიმშვიდეს წარსული და წარსულის მძიმე გამოცდილებაც არღვევს და ხელს უშლის ბედნიერებაში.